The Twin Princesses of Colchis Picture

Tuta is the fierce warrior and heir to her fathers throne. Kaisa, gifted with telepathic abilities, prefers books and solitude.
(From Georgian fantasy novel "The Tale of Lile Iroeli" by Natalie Davitashvili)



“უცნაური ტყუპები ჰყავდა მთავარ ბაკურს: კაისა და თუთა - მამის ყველაზე დიდი სიხარული და ტკივილი. დედის სიკვდილის შემდეგ კაისამ ბინა ჩრდილოეთის მთებში დაიდო, კლდეში ამოკვეთილ ოკშის ციხესიმაგრეში. უდედოდ ვერ გაჩერდა ფასისში. დედოფალი არია კაისასთვის დედაც იყო, მეგობარიც და მასწავლებელიც. როცა არია მიხვდა, რომ კაისა ღმერთმა მასავით უცხოთა ფიქრების წაკითხვის უნარის ზებუნებრივი ნიჭით დააჯილდოვა, ამ ძალის სრულიად გამოყენების შესწავლა დააწყებინა. დედოფალი გაოცებული იყო შვილის ნიჭით. გრძნობდა, კაისა ბევრად აღემატებოდა მას, მაგრამ შვილის განსწავლა არ დასცალდა. თხუთმეტი წლისანი იყვნენ გოგონები, როცა დაობლდნენ. კაისამ ზღვის თავზე, კლდეში ამოკვეთილ ოშკის მიუვალ ციხესიმაგრეში აიტანა დედის ნაჩუქარი წიგნები და მარტოდმარტო ეუფლებოდა მათში დაფარულ სიბრძნეს. თუ კაისა სულ დედის გვერდით იყო, თუთა მამას არ შორდებოდა. ბაკურმა იგი ნამდვილ მეომრად აღზარდა.”



Continue Reading: Colchis